ცნობილია კვარაცხელიას შეფასება ბაიერნის წინააღმდეგ
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პარიზში საოცარი მატჩი შედგა. პარი სენ-ჟერმენისა და მიუნხენის ბაიერნის მატჩი 5:4 დასრულდა. ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 84 წუთი გაატარა და პსჟ-ს რიგებში საუკეთესო იყო. ქართველმა ვარსკვლავმა ორი გოლი გაუტანა მანუელ ნოიერს და მაღალი ქულაც დაიმსახურა. სტატისტიკურმა გვერდმა Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში 8.4 ქულით შეაფასა.