ცნობილია 18 წლის გოგოს ვინაობა, რომელიც ნასვამმა მძღოლმა იმსხვერპლა
გუშინ, ღამის საათებში გარდაბანში ავარია მოხდა, რასაც 18 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი ახალგაზრდა აიდა კურბანოვაა. შსს-ის ინფორმაციით, პირი, რომელიც მსუბუქი ავტომობილით ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა, მთვრალი იყო. სამართალდამცველებმა ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მძღოლი ცხელ კვალზე დააკავეს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის…