არ დახაროთ თვალები, შეინარჩუნეთ ღირსება… არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს…” – რას წერს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
UFC-ის მსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას და მისი მეუღლის – ჯორჯინა უსკატეგის დაშორების შესახებ მსოფლიო მედია წერს. ერთი შეხედვით იდეალური წყვილი, მოულოდნელად კრიზისში აღმოჩნდა. დასავლური სპორტული მედიის ცნობით, ოფიციალურ განქორწინებაზე და ქონების ნახევრის მოთხოვნაზეც მიდგა უკვე საქმე, ჯორჯინას მხრიდან. თუმცა საჯარო კომენტარს ჯერჯერობით არც ერთი აკეთებს. სოციალურ ქსელში კი ორივემ წაშალა ერთობლივი ფოტოები და…