საპენსიო ბარათები წლის ბოლომდე უნდა შეიცვალოს, წინაღმდეგ შემთხვევაში, პენსიის გატანა შეიზღუდება
პენსიონერთა გარკვეულ ნაწილს საბანკო ბარათების შეცვლა მოუწევთ. კონკრეტულად კი, იმ პენსიონერებმა, რომლებსაც ე.წ. უჩიპო საპენსიო ბარათები აქვთ, 2025 წლის ბოლომდე ეს პლასტიკური ბარათები უნდა შეცვალონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული ბარათებით მათ პენსიის გატანა შეეზღუდებათ. როგორც ლიბერთი ბანკში განგვიცხადეს, პენსიონერს ახალი ბარათის შესაკვეთად შეუძლია, ბანკის ნებისმიერ ფილიალს მიმართოს. მომსახურება უფასოა. იმ შემთხვევაში, თუ პენსიონერს გადაადგილების პრობლემა აქვს,…