300 დოლარიანი ქრთამი ატესტატის სანაცვლოდ – ცნობილია სკოლის დირექტორის ვინაობა, რომელიც სუს-მა დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 6 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, 5 პირი დააკავა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჯამში, პასუხისგებაში მიეცა 14 ადამიანი. ერთ-ერთი დაკავებული მარნეულის მეოთხე სკოლის დირექტორი დილარა დარგალია: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, დღის…