ვრცელდება უმძიმესი კადრები დიდუბიდან – სატვირთო მანქანას საკუთარი ტვირთი, რკინის კონსტრუქცია დაეცა, რომლის მძღოლიც დაიღუპა
მძღოლი, რომლის სატვირთო მანქანასაც რკინის კონსტრუქცია დეაცა, დაიღუპა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ დაიწყო გამოძიება. თბილისში დიდუბეში, რკინა-ბეტონის კონსტრუქცია, რომელიც ავტომობილს გადაჰქონდა, გადმოცვივდა და მისივე კაბინას დაეცა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა.