დიდი სკანდალი, UFC ცნობილი მებრძოლი დააპატიმრეს.
UFC-ის ყოფილი მებრძოლი დასტინ პუარიე ატლანტის აეროპორტში დააკავეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, პუარიე პერსონალს უხეშად ელაპარაკებოდა. მათივე ცნობით, UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა ავიაკომპანიის თანამშრომლებს და სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პუარიეს ბრალად ედება საზოგადოებრივ ადგილას ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა.