ცნობილია კვარაცხელიას შეფასება ბაიერნის წინააღმდეგ
ხვიჩა კვარაცხელიას “პსჟ”-მ მიუნხენის “ბაიერნი” ორმატჩიან დუელში დამაარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და პარიზელთა რიგებში საუკეთესო იყო. ხვიცამ საგოლე გადაცემა გააკეთა და უსმან დემბელეს გაატანინა. ქართველი ვარსკვლავის შეფასება Sofascore-ზე 8.0 ქულა გახლავთ. ორივე გუნდის რიგებში კვარაცხელია მხოლოდ მანუელ ნოიერს ჩამორჩა შეფასებით, რომელმაც 8.9 ქულა დაიმსახურა. ფინალში პსჟ-ს მეტოქე არსენალი იქნება.