ავარიას ახალგაზრდები ემსხვერპლა,ცნობილია ავარიის დროს დაღუპულების ვინაობა

Banner

ზუგდიდში, სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი და მგზავრი, ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი ადგილზე ადგილზე დაიღუპნენ. გარდაცვლილები არიან, 22 წლის  მარიამ ჩიქავა და ბაკურ გაბისონია. 

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ადგილობრივის ეზოში შევარდა. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ’ის 276′-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის დარღვევას გულისხმობს რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back To Top