მდინარე ენგური კალაპოტიდან გადმოვიდა , მიმდებარე სოფლები სავარაუდოდ სტიქიის ზონად იქცა …

✅️ მდინარე ენგური კალაპოტიდან გადმოვიდა , მიმდებარე სოფლები სავარაუდოდ სტიქიის ზონად იქცა …

✒️ სოფელ ტყაიას ადმინისტრაციული ერთეულის განცხადება :

ენგურ-ჰესიდან წყლის გაშვების ფონზე, მდინარის დონის მატებამ სოფელ ტყაიაში რამდენიმე სახლის დატბორვა გამოიწვია.

ადგილზე მობილიზებულნი არიან პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (მაშველები) წარმომადგენლები, რომლებიც სიტუაციას აკონტროლებენ და მოსახლეობას ეხმარებიან.

გთხოვთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, გამოიჩინოთ სიფრთხილე და უსაფრთხოების მიზნით:
იმ სახლებში, სადაც წყალი შევიდა ან იმატებს, სასწრაფოდ გამორთეთ ელექტროენერგია.
საჭიროების შემთხვევაში, გადავიდეთ უსაფრთხო ადგილზე ან ზედა სართულზე.

რაიმე დახმარება თუ დაგჭირდათ, დაუყოვნებლივ დარეკოთ 112-ზე…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back To Top