ექსპერტიზის პირველადი დასკვნით საქმე თავდაყირა დგება, ისინი საკვებით არ მოწამლულან” – ტრაგედიის ახალი დეტალები: რამ იმსხვერპლა თურქეთში ჩასული ოჯახი
თურქეთში, სტამბოლში, გერმანელი ოჯახის ოთხივე წევრის მოწამვლის საქმეზე გამოძიების მიმართულება რადიკალურად შეიცვალა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნით, ბოჯეკების ოჯახი, სავარაუდოდ, ქუჩის საკვებით არ მოწამლულა – ტრაგედია სასტუმროში, ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების შედეგად დადგა. გერმანიიდან სტამბოლში ერთი კვირით ჩასული ბოჯეკების ოთხსულიანი ოჯახი – მშობლები სერვეტი და ჩიგდემი და მათი მცირეწლოვანი შვილები, 6 წლის კადირი და 3 წლის მასალი –…