სიახლე, რა იცვლება ჯარში გაწვევის წესში?

სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადება შეუძლიათ:

სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონეებს;
სკოლის მოსწავლეებს;
აბიტურიენტებს,მაგისტრანტობის, დოქტორანტობისა და რეზიდენტურის კანდიდატებს;
მეცნიერებსა და პედაგოგებს;
მათ, რომლებიც შშმ სტატუსის მქონე ოჯახის წევრის ერთადერთი მხარდამჭერები არიან;
სამხედრო სამსახურისთვის შეუსაბამო ჯანმრთელობის პრობლემის მქონეებს;
ბრალდებულებსა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფებს;
წვევამდელებს, რომელსაც ჰყავს ორი ან მეტი შვილი, ან ერთი სამ წლამდე შვილი;
მარტოხელა მამას;
პირს, რომელიც არასრულწლოვან და-ძმას არჩენს.
მას, ვინც დედის ან მამის ერთადერთი შვილია.
სოფლის ექიმებს;
პირებს, რომლებიც მუშაობენ სოფლად ამ პროფესიით;
ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს;
პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებს (ან ამავე ორგანოების წევრობის კანდიდატებს არჩევნების დასრულებამდე).
𝟮𝟬𝟮𝟲 წელს ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესი განახლდა.

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან 𝟭𝟴-დან 𝟮𝟳 წლამდე პირები, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც კანონმდებლობით არ აქვთ ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გადავადების ან გათავისუფლების საფუძველი.

წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის ძალებში გადიან. გაწვევის პროცესს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

➤ წვევამდელების გამოძახება ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპითა და დადგენილი რიგითობის მიხედვით ხდება.

თავდაცვის უწყების სისტემაში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სხვადასხვა სახეები და ვადები მოქმედებს (𝟲 თვის, 𝟴 თვის და 𝟭𝟭 თვის ვადით), რაც ქვედანაყოფში გადანაწილებამდე ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების (𝗕𝗖𝗧) პერიოდსაც მოიცავს. სამსახური ანაზღაურებადია, ხოლო ნებაყოფლობით დარეგისტრირებულ პირთა ანაზღაურება 𝟯𝟬%-ით იზრდება.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ცენტრებში ან სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების მუნიციპალურ განყოფილებებში.

➤ ნებაყოფლობით რეგისტრაცია შესაძლებელია ვებ-გვერდზე: conscript.mod.gov.ge

➤ ან ცხელ ხაზზე: 𝟱𝟯𝟯-𝟯𝟯-𝟭𝟵-𝟭𝟴

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back To Top