ქართველი ემიგრანტი 8 ადამიანმა სასტიკად სცემით მოკლა.

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე – თელავის მკვიდრის, 38 წლის გიორგი ჭილაშვილი მოკლეს.

ცხედარს პოლიციამ 25 აპრილს მიაგნო.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დანაშუალი ღა­მე მოხ­და – სამი ნაც­ნო­ბი ქა­ლა­ქის ცენ­ტრში დროს ერ­თად ატა­რებ­და და ალ­კოჰოლს მო­იხ­მარ­დნენ, რა დროსაც გამ­ვლელ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

პროკურატურის ცნობით, ქართველ მამაკაცს მთელ სხეულზე ხე­ლე­ბი­თა და ფე­ხე­ბით სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში სას­ტი­კად სცემეს. ის ამ დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

პო­ლი­ცი­ამ ცხელ კვალ­ზე ორი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და­ა­კა­ვა და მათ 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რო­გორც AMBEBI.GE-ს მოკ­ლუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი უყ­ვე­ბი­ან, გი­ორ­გის მკვლე­ლო­ბა­ში 8 ადა­მი­ა­ნი ფი­გუ­რი­რებ­და. მათ აქვთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ პო­ლო­ნე­თის პო­ლი­ცი­ამ სამი მათ­გა­ნი და­ა­კა­ვა, ხუთ­ზე კი ძებ­ნაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

“დე­დაც და დე­ი­დაც ემიგ­რა­ცი­ა­ში ჰყავს, აქ დე­ი­და ზრდი­და. ძა­ლი­ან კარ­გი ახალ­გაზ­რდა მოკ­ლეს, თან ასე სას­ტი­კად. 8 ადა­მი­ან­მა მოკ­ლა გი­ორ­გი, 3 და­ა­კა­ვეს, ხუთს ეძე­ბენ. გი­ორ­გის დაც ჰყავს, სტუ­დენ­ტია ევ­რო­პა­შია გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით. პო­ლო­ნეთ­ში პე­რი­ო­დუ­ლად მი­დი­ო­და-ხოლ­მე, სულ იქ არ იყო. 20-25 წლის ბი­ჭე­ბი არი­ან მკვლე­ლე­ბი, რო­გორც ვი­ცით. სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და, გი­ორ­გის დედა ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბა, ამ ტრა­გე­დი­ას რო­გორ გა­და­ი­ტანს არ ვიცი. სას­ტი­კად სცე­მეს გი­ორ­გი, სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ი­მე­ტეს” – ამბობენ ახ­ლობ­ლე­ბი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back To Top