ზებრა ყველასთვის ცნობილია, როგორც ზოლიანი, ვირს მსგავსი ცხოველი. თუმცა საინტერესოა, რამდენი რამ იცით მის შესახებ?
წარმოგიდგენთ მოკლე და საინტერესო ფაქტებს ზებრებზე – მათი ცხოვრების წესიდან დაწყებული, ზოლების მნიშვნელობით დამთავრებული.
- ზებრები ბალახისმჭამელები არიან
ზებრების მთავარი საკვები ბალახია. საჭიროების შემთხვევაში ისინი ჭამენ ფესვებს, ფოთლებსა და ბუჩქებს. მათი კბილები სპეციალურად არის მორგებული ბალახის ჭამაზე.
- თითოეულ ზებრას უნიკალური ზოლები აქვს
როგორც ადამიანებს განსხვავებული თითის ანაბეჭდები, ზებრებსაც უნიკალური ზოლების ფორმა აქვთ. ეს მათ ეხმარება ერთმანეთის ამოცნობაში და მტაცებლების დაბნევაში.
- ზებრები ცხენისებრთა ოჯახს მიეკუთვნებიან