ცოლის საკუთრებაში არსებული ნახევარ მილიონიანი სახლი საფრანგეთში, მიწის ნაკვეთები ჩხოროწყუში – რა ქონებას ფლობს ბრალდებული ექსპრემიერის ოჯახი

ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრეს ორი ეპი­ზო­დის გამო. მას ედა­ვე­ბი­ან “გავ­რი­ლო­ვის ღა­მეს“ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­სა და ჩორ­ჩა­ნას სა­გუ­შა­გოს ეპი­ზოდს.

  • მას ისე­თი მუხ­ლე­ბით წა­უ­ყე­ნე­ბენ ბრალს, რომ­ლი­თაც 13 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ბრა­ლე­უ­ლო­ბა მდგო­მა­რე­ობს შემ­დეგ­ში:

“2019 წლის 20 ივ­ნისს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე, თავ­და­პირ­ვე­ლად მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრა­ცია ძა­ლა­დობ­რივ აქ­ტი­ვო­ბებ­ში გა­და­ი­ზარ­და. მო­მი­ტინ­გე­თა ნა­წილ­მა ძა­ლა­დო­ბის გზით სცა­და პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში შეღ­წე­ვა. მათ და­ი­წყეს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ გან­თავ­სე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა, სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მათ­ზე თავ­დას­ხმა, მათი ნივ­თე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა და გა­ნად­გუ­რე­ბა.

მა­შინ­დელ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს ინ­სტრუქ­ცი­ი­სა და კა­ნონ­მდებ­ლო­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით და­ა­ვა­ლა სპე­ცი­ა­ლურ სა­შუ­ა­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ვად, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში გა­მო­ყე­ნე­ბა, ყო­ველ­გვა­რი გაფრ­თხი­ლე­ბი­სა და აქ­ცი­ის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­სათ­ვის ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­ცე­მის გა­რე­შე, რი­თაც ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უ­წია მო­ქა­ლა­ქე­თათ­ვის ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბას.

შე­დე­გად, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, მათ შო­რის რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის ერ­თობ­ლი­ვად გა­მო­ყე­ნე­ბით ათე­უ­ლო­ბით მო­ქა­ლა­ქემ მი­ი­ღო სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბა, მათ შო­რის ორმა მო­ქა­ლა­ქემ და­კარ­გა თვა­ლი, ხოლო ხუთ­მა მო­ქა­ლა­ქემ მი­ი­ღო ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი გა­ხა­რია გა­ზა­ფხუ­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი გერ­მა­ნი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა

რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბის მე­ო­რე ეპი­ზოდს: გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ 2019 წლის 24 აგ­ვის­ტოს, იმ­ჟა­მინ­დელ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი და მუდ­მი­ვი წევ­რი იყო, ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბით და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან შე­უ­თან­ხმებ­ლად, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ის და ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის ინ­ფორ­მი­რე­ბის გა­რე­შე, ერ­თპი­როვ­ნუ­ლად მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გას­წვრივ სო­ფელ ჩორ­ჩა­ნას­თან და­მა­ტე­ბი­თი სა­პო­ლი­ციო სა­გუ­შა­გოს აღ­მარ­თვის შე­სა­ხებ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ფარ­თოდ გა­შუქ­და მე­დი­ა­შიც. რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის სა­ბა­ბად გა­მო­ი­ყე­ნეს. კერ­ძოდ, 2019 წლის 5 სექ­ტემ­ბერს, ცხინ­ვა­ლის დე-ფაქ­ტო რე­ჟი­მის უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ფორ­მი­რე­ბებ­მა სი­მაღ­ლე­ე­ბი და­ი­კა­ვეს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის კონ­ტროლ­ქვეშ აღ­მოჩ­ნდა და­ახ­ლო­ე­ბით ასი ჰექ­ტა­რი ტყის მა­სი­ვი. ად­გი­ლი ჰქონ­და სხვა­დას­ხვა უკა­ნო­ნო აქ­ტი­ვო­ბებს, მძი­მე სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის გა­და­ად­გი­ლე­ბას და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბის­კენ, რა­მაც მხა­რე­ებს შო­რის შექ­მნა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტის რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე. ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­მა­ტე­ბით მო­ექ­ცა ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლე­ბის ყო­ბი­სა და წნე­ლი­სის მკვიდრთა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბით გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გან­ზრახ გა­და­ა­მე­ტა მისი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებს, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის და სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია”.

“ბი­ნესპრეს­ნი­უ­სი” და­ინ­ტე­რეს­და, რა ქო­ნე­ბას ფლობს გი­ორ­გი გა­ხა­რია, რო­მე­ლიც 2016-2021 წლებ­ში სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­ში მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და. აღ­ნიშ­ნულ წლებ­ში ის იყო შს მი­ნის­ტრი, ასე­ვე ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი და პრე­მი­ე­რი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფი­ნან­სუ­რი დეკ­ლა­რა­ცია გა­ხა­რი­ამ 2025 წლის 1-ელ იან­ვარს, რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის წევ­რმა ისე შე­ავ­სო.

დო­კუ­მენ­ტი­დან ირ­კვე­ვა, რომ გა­ხა­რია ორ მი­წის ნაკ­ვეთს ფლობს ჩხო­რო­წყუს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მუ­ხურ­ში. ერთ-ერ­თის, 3385 კვ.მ-იანი მი­წის ნაკ­ვე­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 85 000 ლა­რია, ხოლო 2792 კვ.მ-იანი ნაკ­ვე­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბად დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში 1 ლა­რია მი­თი­თე­ბუ­ლი. ფი­ნან­სუ­რი დო­კუ­მენ­ტი­დან ირ­კვე­ვა, რომ სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ორი­ვე ნაკ­ვე­თი ერ­თად, 2020 წელს გან­ვა­დე­ბი­თაა შე­ძე­ნი­ლი.

ამას­თა­ნა­ვე, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მე­უღ­ლის, მა­რი­კა ფან­ცუ­ლა­ი­ას სა­კუთ­რე­ბა­შია 472 400 ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის ბინა საფ­რან­გეთ­ში, რო­მე­ლიც 2020 წელ­საა ნა­ყი­დი. დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ბინა გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლია…გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back To Top