ენერგო – პრო ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს

Banner

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ენერგო-პრო ჯორჯია“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 სექტემბერს 05:00-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – საგურამო, ახალსოფელი, არაშენდა და მიმდებარე სოფლებში; 10:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჭილურტი, პეტრიანი, ბუჩუნტლიანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში – სტეფანწმინდა, სნო, აჩხოტი, არშა, ცდო და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back To Top