ტემპერატურა +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს… როდემდე გაგრძელდება კარგი ამინდი.

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე დეკემბრის ამინდის პროგნოზზე წერს.

„გაგრძელდება მზიანი დეკემბერი საქართველოში.უახლოეს დღეებში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. დასავლეთ რეგიონებში, მათ შორის სანაპიროზე, ტემპერატურა +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.მართალია ახალ წელს თოვლი უხდება, მაგრამ რას ვიზამთ – წინასაახალწლოდ მზის სხივები სითბოსა და სიმშვიდეს გვჩუქნის, დეკემბერი ნათელი ფერებით გვამზადებს ახალი წლისთვის.“ – წერს მეტეოროლოგი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back To Top