ბლოგერი გურამ შეროზია, სოციალურ ქსელში რობერტ სტურუას სკანდალურ სპექტაკლს ეხმაურება.
“ორიოდე სიტყვა:
- წავალ ამ სპექტაკლზე სიამოვნებით, ძაან დავინტრიგდი)))
- მშვენიერი გოგოა, რატომ ატყდა განგაში. ლამაზიც და სექსუალურიც, წყვილი იყვნენ და ექნებოდათ ის ამბავიც, აბა იაპონურ ჯოკერსდა დურაკას ხომ არ ითამაშებდა ავთანდილთან?
- ვეფხისტყაოსანი წმინდა წიგნი და მეორე ბიბლია ვისაც გგონიათ, ნუ რა გითხრათ
- ამ პანიკამდე ჯერ ერს ის მაინც დაემხსოვრებინა, რომ ვეფხვვვისტყაოსანი არ ჰქვია
რობიკო რომ ქოცია და ყველაფერი ამ ქვეყანაში ნაც-ქოცობაზე რომ ხურდავდება – ეს უკვე ყელშია.
სხვა კომენტარს ვეღარ გავაკეთებ, სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ და აუცილებლად ვნახავ” – წერს გურამ შეროზია.
ცნობისთვის 5 აპრილს რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის – „ვეფხისტყაოსნის“ ნაწილი პირველი: „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა” პრემიერა გაიმართა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფრაგმენტები სპექტაკლიდან, რასაც საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა