სტიქია ძალას იკრებს: მდინარე ალაზანი ადიდდა და საავტომობილო გზებიც კი დატბორა

კახეთში მდინარე ალაზანი ადიდდა და საავტომობილო გზები დატბორა. წყლის დიდი ნაკადის გამო, შეფერხებული იყო მოძრაობა გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე.

ადიდებულია მდინარე დურუჯიც, რომელმაც მიწაყრილები გაარღვია და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა.

ამ დილიდან მოყოლებული დატბორილია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი. მოვადნილმა წყალმა საცხოვრებელი სახლები და სასაფლაოები დატბორა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back To Top