დიდი ტრაგედია – ცნობილი ფეხბურთელი ავარიის შედეგად დაიღუპა

ავსტრიაში მატარებლის და ავტომობილის შეჯახების შედეგად ყოფილი ავსტრიელი ფეხბურთელი, მეკარე, 48 წლის ალექსანდრე მანინგერი დაიღუპა. ავტოავარია ნუსდორფ-ამ-ჰაუნსბერგის რაიონში მოხდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

მანქანასთან შეჯახება სარკინიგზო გადასასვლელზე მოხდა. ავარიის შემდეგ მატარებელმა ავტომობილი რამდენიმე მეტრი ათრია. ადგილზე მაშველები ოპერატიულად მივიდნენ და მათ ყოფილი ფეხბურთელის რეანიმაცია სცადეს, მაგრამ ეს მცდელობები უშედეგოდ დასრულდა. ავარიის დროს მატარებლის მგზავრები არ დაშავებულან. მანინგერი რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპის წამყვან კლუბებში ასპარეზობდა. ის 1990-იანი წლების ბოლოს ლონდონის „არსენალის“ კარს იცავდა, რა დროსაც გუნდმა ინგლისის ჩემპიონატი და ქვეყნის თასი მოიგო. ასევე მანინგერი იტალიური კლუბების, „ფიორენტინის“, „ტორინოს“, „ბოლონიის“, „სიენას“ და „იუვენტუსის“ კარსაც იცავდა. ავსტრიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მან 33 მატჩი ჩაატარა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back To Top