ემიგრანტი მუსიკოსი თამარ მღებრიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდი მძიმე სენს ებრძოდა და უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა.
ინფორმაციას ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
“მწუხარებით ვიუწყებით, რომ თამარ მღებრიშვილი გარდაიცვალა.ი გი ბოლომდე იბრძოდა სიცოცხლისთვის, დიდი ძალით, იმედითა და სიმტკიცით, თუმცა სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა .თამარი მუდამ დარჩება ჩვენს გულებში როგორც ძლიერი, კეთილი და ნათელი ადამიანი, რომელმაც თავისი სიყვარულითა და სითბოთი ბევრი ადამიანის ცხოვრება გაანათა. Georgian Generation Group ვიზიარებთ ოჯახის, ახლობლებისა და მეგობრების უდიდეს ტკივილს. თამართან ჩვენ განსაკუთრებული და საქმიანი ურთიერთობა გვქონდა. სამახსოვროდ ვიდეოკლიპიც გადავიღეთ. ის ძალიან ბედნიერი იყო ამ კლიპით. თავის დროზე დავდებთ. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი და ნათელში ამყოფოს მისი სული. საუკუნოდ ნათელი იყოს მისი ხსოვნა…
კიდევ ერთმა სიცოცხლით სავსე გოგომ დატოვა დედამიწა და გადაინაცვლა ზეცაში. სიცოცხლე, სილამაზე და სიყვარული იყო თავმოყრილი ამ ადამიანში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს…
ის გვასწავლიდა, როგორ უნდა შევხვდეთ განსაცდელს ღიმილით და როგორ არ დავხაროთ თავი ბედისწერის წინაშე. საბერძნეთის ემიგრაციამ და სრულიად საქართველომ დაკარგა დიდი და თბილი გულის პატრონი…
აატირე ყველა… ბევრი იბრძოლა, ვერ მოერია, ვერ დაამარცხა სიკვდილი. უცხო მიწაზე დალია სული… განსაკუთრებით საბერძნეთის ემიგრანტებს და არა მარტო მათ, ყველას დაგვწყვიტა გული, ემიგრაციას….” – წერენ სოციალურ ქსელში.
