ნარიმან მაქარაშვილი, იგივე ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი), საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი გუშინ, 19 აპრილს იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.