მრტ-ს აპარატმა კაცი მოკლა

აშშ-ში კაცი ნებართვის გარეშე შევიდა კაბინეტში, სადაც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი იყო განთავსებული. აპარატი ჩართული იყო. კაცს კისერზე დიდი ჯაჭვი ეკეთა და აპარატის მაგნიტმა ის მაშინვე მიიზიდა.

მიღებული ტრავმებით 61 წლის კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატები მუშაობისას ძლიერ მაგნიტურ ველს იყენებენ. სწორედ ამიტომ, კვლევის წინ, აპარატის მოქმედების ზონაში რაიმე ლითონის ნივთით შესვლა კატეგორიულად აკრძალულია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back To Top
Write to To Ny