ვრცელდება ახალი ვიდეოკადრები კახეთიდან, სადაც “ბოლო ზარზე” ავარია მოხდა

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიაში მე-12 კლასის მოსწავლეები მოჰყვნენ, რომლებსაც ბოლო ზარი ჰქონდათ.

დაშავებულები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის სკოლის მოსწავლეები არიან. დაშავებულია ერთი მშობელიც.

შემთხვევა სოფელ წინანდალთან მოხდა. თვითმხილველების თქმით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავმა „გოლფის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, თავდაპირველად განათების ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

ადგილზე პოლიცია, სასწრაფო და სახანძრო ჯგუფები არიან მობილიზებული.

პირველადი ინფორმაციით, დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

ავტორი: ნათია წითელაური

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back To Top