ვრცელდება უმძიმესი კადრები დიდუბიდან – სატვირთო მანქანას საკუთარი ტვირთი, რკინის კონსტრუქცია დაეცა, რომლის მძღოლიც დაიღუპა

მძღოლი, რომლის სატვირთო მანქანასაც რკინის კონსტრუქცია დეაცა, დაიღუპა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ დაიწყო გამოძიება.

თბილისში დიდუბეში, რკინა-ბეტონის კონსტრუქცია, რომელიც ავტომობილს გადაჰქონდა, გადმოცვივდა და მისივე კაბინას დაეცა.

ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back To Top