ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.
ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.