სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. გორში 16 წლის ვიკა არუთინიანი გარდიაცვალა.
როგორც გარდაცვლილი გოგონას ახლობლები ამბობენ, მოზარდს დენმა დაარტყა.
ვიკას ახლობლები სოციალურ ქსელში ემოციურად ემშვიდობებიან:
“ისევ მოუშუშებელი ტკივილით დავასრულეთ სასწავლო წელი… ახლა ჩვენი მოსწავლე, ცქრიალა ვიკა წაიყვანეს ანგელოზებმა. ნახვამდის შვილო…”
“დენმა დაარტყა ვანაში ბანაობისას…”
“ამ ერთმა წელმა ჩვენი კლასი უმძიმესი ტკივილით გამოსცადა. შარშან, უამრავი ბრძოლის, დარდისა და ტკივილის შემდეგ, გივიკო გამოგვაკლდა. ჯერ კიდევ ვერ მოვასწარით ამ უდიდეს დანაკლისთან შეგუება, რომ ბედმა მეორე უმძიმესი დარტყმაც მოგვაყენა – ულამაზესი, სიცოცხლით სავსე 16 წლის ვიკამაც დაგვტოვა… სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გადმოსაცემად, რასაც დღეს ჩვენი კლასი, მშობლები, მასწავლებლები და ბავშვები ვატარებთ. ასეთი დანაკლისი არასოდეს ქრება – ის მუდამ გულში რჩება”.
“ძნელია სიტყვების პოვნა… ენით აუღწერელ ტკივილს ვგრძნობ. ჩვენი ერთი მუჭა სკოლა ისევ გლოვობს. დავკარგეთ ულამაზესი და უსაყვარლესი 16 წლის ვიკა არუთინიანი! მიყვარხარ ვიკა, ძალიან მიყვარხარ ! მადლობა იმ ღიმილისთვის, სიკეთისთვის და სითბოსთვის, რომელიც დაგვიტოვე. არასოდეს დაგივიწყებ”.
“დღეს კიდევ ერთი უმძიმესი ამბავი გავიგეთ, კარგი სიახლე ხომ ძალიან იშვიათი გახდა.სასწავლო წლის დასრულებას, წესით, სიხარული, გეგმები და ზაფხულის მოლოდინი უნდა ახლდეს. მაგრამ ერთ-ერთ სკოლაში არდადეგები სრულიად სხვა ემოციით დაიწყო – ცრემლით, დუმილითა და აუტანელი ტკივილით”…
“ოჰ… მიყუჩებული და მოუშუშებელი ტკივილი განმიახლდა. როგორ ტიროდი და გული გტკიოდა (არამარტო შენ, მთელ კლასს) გივიკოს გამო… ცათა სასუფეველში იყოს შენი უმანკო სული ვიკა”…