ქუთაისში ავტომობილი ბავშვს დაეჯახა. ინფორმაციას თვითმხილველები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
მოქალაქის თქმით, არასრულწლოვანს მანქანა ზებრა გადასასვლელზე დაეჯახა.
ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს და თავს კარგად გრძნობს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია
ვიდეო: დავით ცხვარაძე