11 ნოემბერს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი ოთხძრავიანი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-130 „ჰერკულესი“.
ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა. გუშინვე კატასტროფის ადგილზე ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, პირველ მოადგილესთან რონი მესხთან ერთად. შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი სამაშველო და საგამოძიებო მოქმედებები.
- თურქული მედია უკვე ავრცელებს ინფორმაციას, დაღუპული სამხედროების შესახებ. ვრცელდება ფოტოც, სადაც გარდაცვლილთა ნაწილია გამოსახული.


თურქული მედია გარდაცვლილთა სახელებსა და გვარებს აქვეყნებს:
- პილოტი, ვიცე-პოლკოვნიკი გიოქჰან ქორქმაზი (Plt.Yb. Gökhan KORKMAZ)
- პილოტი მაიორი სერდარ უსლუ (Plt.Bnb. Serdar USLU)
- პილოტი მაიორი ნიჰათ ილგენი (Plt.Bnb. Nihat İLGEN)
- პილოტი უფროსი ლეიტენანტი ჯუნეით ქანდემირი (Plt.Ütğm. Cüneyt KANDEMİR)
- თვითმფრინავის ტექ. უფროსი ლეიტენანტი ემრე მერჯანი (Uçk.Bkm.Ütğm. Emre MERCAN)
- უფროსი სერჟანტ-მაიორი ნური იოზჯანი (Kd.Bçvş. Nuri ÖZCAN)
- უფროსი სერჟანტ-მაიორი უმით ინჯე (Kd.Bçvş. Ümit İNCE)
- სერჟანტ-მაიორი ბურაქ იოზქანი (Bçvş. Burak ÖZKAN)
- სერჟანტ-მაიორი ემრაჰ ქურანი (Bçvş. Emrah KURAN)
- სერჟანტ-მაიორი ჰამდი არმაღან ქაფლანი (Bçvş. Hamdi Armağan KAPLAN)
- სერჟანტ-მაიორი აქინ ქარაქუში (Bçvş. Akın KARAKUŞ)
- სერჟანტ-მაიორი ილქერ აიქუთი (Bçvş. İlker AYKUT)
- სერჟანტ-მაიორი რამაზან იაღიზი (Bçvş. Ramazan YAĞIZ)
- უფროსი სერჟანტი ემრე ალთიოქი (Üçvş. Emre ALTIOK)
- უფროსი სერჟანტი ბურაქ იბიგი (Üçvş. Burak İBBİĞİ)
- უფროსი სერჟანტი ილჰან ონგანი (Üçvş. İlhan ONGAN)
- უფროსი სერჟანტი ბერქაი ქარაჩა (Üçvş. Berkay KARACA)
- უფროსი კაპრალი აჰმეთ იაშირ ქუიუჯუ (Kd.Çvş. Ahmet Yaşir KUYUCU)
- სპეც. სერჟანტი ჯემ დოლაფჯი (Uzm.Çvş. Cem DOLAPCİ)
- სპეც. სერჟანტი ემრე საიინი (Uzm.Çvş. Emre SAYIN)
კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ინტერნეტრესურსის Flightradar24-ის საშუალებით დადგინდა, რომ თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი C-130E Hercule-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, სარეგისტრაციო ნომრით 68-01609,11 ნოემბრის დილას აფრინდა თურქეთის სამხედრო-საჰაერო ბაზიდან კაისერი და საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით ჩაფრინდა აზერბაიჯანის სამხედრო აეროდრომზე განჯაში, სადაც დაყო დაახლოებით ორი საათი და დღის 14:19 სთ განჯიდან აფრინდა (რეისის ნომერი TUAF543), რომ ისევ საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით ჩაფრენილიყო დისლოკაციის ადგილზე კაისერში…
