UFC 322-ის მთავარ ბრძოლაში დაღესტნელმა ისლამ მახაჩევმა ჯეკ დელა მადალენა დაამარცხა და ქვესაშუალო წონის ჩემპიონი გახდა. ჯერ ოფიციალურად ცნობილი არ არის, თუმცა ვარაუდობენ, რომ მახაჩევის მომდევნო მეტოქე ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია იქნება.
- “ინსტაგრამზე” ისლამის მეგობარმა, გვარად კოკოვმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მას მახაჩევისთვის ვარდი მიაქვს – შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასთვის ვარდი გამარჯვების სიმბოლოა.
“თოფურია, აქ არის შენი ვარდი. ნახე, ახლა ისლამი მას რას უზამს, გესმის, ძმაო?”, – ამბობს კოკოვი და ვარდს მახაჩევს აწვდის.
“ისლამ. აჩვენე მას რა შეგიძლია ამ ვარდს გაუკეთო”, – ამბობს კოკოვი, რის შემდეგაც კადრში ჩანს, რომ ვარდის ფურცლებს მახაჩევი თავის საჭმელს აყრის.
“თოფურია, ეს დარჩა შენი ვარდისგან. მან ის გაანადგურა. მზად ხარ ბრძოლისთვის?”, – გვესმის ვიდეოში.
წყარო: ambebi.ge