რა ხდება ამ წუთებში მეტროს საბურთალოს ხაზზე – ვითარება ადგილზე

ამ წუთებში, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ შესასვლელი დაკეტილია.

მიზეზის გასარკვევად „პრაიმტაიმი“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკრეტულ სადგურზე, ესკალატორებს ჰქონდათ ხარვეზი, რის გამოც, რამდენიმე წუთის განმავლობაში, მეტროში მგზავრთა მიღება შეჩერებული იყო.

მათივე ინფორმაციით, პრობლემა აღმოფხვრილია და უახლოეს წუთებში მგზავრთა გადაყვანა განახლდება. 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back To Top