რატომ ვაცხობთ ბარბარობას ლობიანებს – საიდან წარმოიშვა და რამდენად გამართლებულია ეს ტრადიცია

ბევ­რი ახალ წელს არ ელის მეკვლეს ისე, რო­გორც ბარ­ბა­რო­ბას ბარ­ბა­რო­ბას ძა­ლი­ან ბევრ ოჯახ­ში ლო­ბი­ა­ნე­ბის ცხო­ბი­თა და მეკვლეს მო­ლო­დი­ნით აღ­ნიშ­ნა­ვენ. ბევ­რი ახალ წელს არ ელის მეკვლეს ისე, რო­გორც ბარ­ბა­რო­ბას. რამ­დე­ნად სწო­რია ეს ტრა­დი­ცი­ე­ბი და რო­გორ უნდა აღ­ვნიშ­ნავ­დეთ ბარ­ბა­რო­ბას. გვე­სა­უბ­რე­ბა წმინ­და ამ­ბრო­სი აღმსა­რებ­ლის სა­ხე­ლო­ბის მა­მა­თა მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი, ღვთის­მე­ტყვე­ლე­ბის მა­გის­ტრი, წმინ­და ამ­ბრო­სი აღმსა­რებ­ლის სა­ხე­ლო­ბის სუ­ლი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, მღვდელ- მო­ნა­ზო­ნი ან­დრია (სა­რია):

– ბარ­ბა­რო­ბას მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავლსო­ბა ლო­ბი­ა­ნე­ბით აღ­ნიშ­ნავს და მეკვლეს ელო­დე­ბა. სა­ი­დან წარ­მო­იშ­ვა ასე­თი ტრა­დი­ცია და რამ­დე­ნად გა­მარ­თლე­ბუ­ლია?

– ჩვენ­თვის უც­ნო­ბია რა­ი­მე სას­წა­უ­ლი, რი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ლო­ბი­ა­ნი­სა და წმინ­და ბარ­ბა­რეს და­კავ­ში­რე­ბა. ეს სუფ­თა წარ­მარ­თუ­ლი ტრა­დი­ცია გახ­ლავთ. მა­გა­ლი­თად, ხორ­ბა­ლი, მა­რი­ლი პა­ნაშ­ვი­დის ჟამს, ღვი­ნო წირ­ვი­სას, სე­ფის­კვე­რი, კვერ­ცხი სხვა­დას­ხვა სა­ხით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მაგ­რამ ლო­ბი­ა­ნის საღვთის­მსა­ხუ­რო ან სიმ­ბო­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ეკ­ლე­სი­ის­თვის უცხოა.

კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ნაშ­რო­მებ­ში გვხვდე­ბა ღვთა­ე­ბა ბარ­ბა­ლე, რომ­ლის თაყ­ვა­ნის­ცე­მა სწო­რედ დე­კემ­ბრის თვეს ემ­თხვე­ვა, თან ეს ღვთა­ე­ბა მდედ­რო­ბი­თი სქე­სი­საა. ბარ­ბა­რე – ბორბ- თან, ბორ­ბალ­თან, მრგვალ ფორ­მას­თან, მზეს­თან იგივ­დე­ბო­და(ასე­თი თქმუ­ლე­ბაც არ­სე­ბობს), მას სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხე­ში გა­ნა­დი­დებ­დნენ. ბე­დის მფარ­ველ ღვთა­ე­ბად მი­იჩ­ნევ­დნენ. რო­გო­რი გუ­ნე­ბი­თაც შეხ­ვდე­ბო­და კაცი ბარ­ბა­ლეს დღე­სას­წა­ულს, მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მსგავ­სი ხა­სი­ა­თი დაჰ­ყვე­ბო­და. ის­ტო­რი­კოს სერ­გი მა­კა­ლა­თი­ას თქმით: ბარ­ბა­ლეს მზე­სა და ბედს ერ­თად ურ­წყავ­დნენ. სვა­ნებ­ში – ბარბლა­ში, ზა­ნე­ბი ბარ­ბო­ლის უწო­დებ­დნენ. ბარ­ბა­ლეს ბო­მონს მი­არ­თმევ­დნენ მსხვერ­პლს(ქრის­ტი­ა­ნებს მკაც­რად ეკ­რძა­ლე­ბათ ნა­კერ­პა­ლის მი­ღე­ბა, ვი­ნა­ი­დან თა­ნა­მო­ზი­ა­რე ხდე­ბო­და ავ­ტო­მა­ტუ­რად იმ რი­ტუ­ა­ლი­სა), მის სა­ხელ­ზე ცხვე­ბო­და კვე­რე­ბი, ბა­სი­ლი­კე­ბი, ხოლო მე­თექ­ვსმე­ტე სა­უ­კუ­ნი­დან ლო­ბი­ა­ნე­ბი.

თვი­თონ ლო­ბიო XVI სა­უ­კუ­ნე­ში შე­მო­ვი­და ევ­რო­პა­ში და იქი­დან გად­მო­ვი­და ჩვენ­ში, მა­ნამ­დე ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ლო­ბი­ა­ნის წმინ­და ბარ­ბა­რეს­თან გა­ი­გი­ვე­ბა. ქრის­ტი­ა­ნის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლია ლო­ბი­ა­ნის მი­სა­და­გე­ბა ბარ­ბა­რო­ბას­თან, რო­გორც მეკვლე­ო­ბი­სა. წმინ­და იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რი ბრძა­ნებს: “ვინც, სახ­ლი­დან გა­მო­სუ­ლი, კოჭლ­სა და მა­ხინჯს შეხ­ვდე­ბა და ამას “ნიშ­ნად” მი­იჩ­ნევს, იგი სა­ტა­ნურ საქ­მეს ჩა­დის, რად­გან დღეს უბე­დუ­რე­ბად აქ­ცევს არა ადა­მი­ან­თან შეხ­ვედ­რა, არა­მედ ცოდ­ვი­ლი ცხოვ­რე­ბა”. ქრის­ტი­ა­ნო­ბამ იცის გან­წმენ­დის, სუ­ლის გა­ნახ­ლე­ბის წუ­თე­ბი, ეს გახ­ლავთ აღ­სა­რე­ბა, ზი­ა­რე­ბა. ეს არის უმაღ­ლე­სი დამ­ბეჭ­ვდე­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა ადა­მი­ა­ნის გულ­ში.

– რო­გორ უნდა აღ­ნიშ­ნავ­დეს ოჯა­ხი ბარ­ბა­რო­ბას?

– სა­სურ­ვე­ლია, მთე­ლი ოჯა­ხი დი­ლი­დან ემ­ზა­დე­ბო­დეს ლოც­ვის­თვის, ეზი­ა­რონ და ამით გა­მო­ხა­ტონ ღრმა თაყ­ვა­ნის­ცე­მა წმინ­და ბარ­ბა­რე­სად­მი. წმინ­და ბარ­ბა­რეს ცხოვ­რე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ: “ბარ­ბა­რე თა­ვის გა­ნუ­ზო­მელ მე­ო­ხე­ბას ავ­ლენს მათ­ზე, ვინც მისი სა­ხე­ლით შე­ე­ვედ­რე­ბა უფალს, რომ გან­კი­თხვის დღეს ცხონ­დეს გან­კი­თხვის გა­რე­შე”. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back To Top