ვის დაუბრუნდება შეჩერებული მართვის მოწმობა,ცნობილია აღდგენის თარიღი .


შე­ჩე­რე­ბუ­ლი მარ­თვის უფ­ლე­ბის აღ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თა­რი­ღი იც­ვლე­ბა – კა­ნო­ნის პრო­ექ­ტში, რო­მელ­საც პარ­ლა­მენ­ტი დღეს მე­ო­რე და მე­სა­მე მოს­მე­ნით მი­ი­ღებს, მი­ე­თი­თე­ბა, რომ მარ­თვის მოწ­მო­ბა დაუბ­რუნ­დე­ბა პირს, ვინც შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა 2025 წლის 16 დე­კემ­ბრამ­დე ჩა­ი­დი­ნა.

  • აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­რი­ღი 10 დე­კემ­ბრით იყო გან­სა­ზღვრუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, მარ­თვის მოწ­მო­ბა და­უბ­რუნ­დე­ბათ მათ, ვი­საც ის გუ­შინ­დე­ლი დღის ჩათ­ვლით ჩა­მო­ერ­თვა. ჩა­მორ­თმე­უ­ლი მარ­თვის მოწ­მო­ბე­ბი ეტა­პობ­რი­ვად, 2026 წლის 1-ელი იან­ვრი­დან დაბ­რუნ­დე­ბა.

თა­რი­ღის ცვლი­ლე­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე მი­ი­ღეს.

შე­ჩე­რე­ბულ მარ­თვის მოწ­მო­ბე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის გარ­და, “ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის მთა­ვა­რი სი­ახ­ლეა ის, რომ მარ­თვის უფ­ლე­ბის ვა­დამ­დე აღ­დგე­ნი­სა და მოწ­მო­ბის ვა­და­ზე ადრე დაბ­რუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა უქ­მდე­ბა.

მარ­თვის უფ­ლე­ბის ვა­დამ­დე აღ­დგე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა აღარ ექ­ნე­ბათ პი­რებს, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვას ჩა­ი­დე­ნენ: – სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვი­სას მძღო­ლის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ან ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ყოფ­ნის ფაქ­ტის და­სად­გე­ნად შე­მოწ­მე­ბის­თვის თა­ვის არი­დე­ბა; სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ალ­კოჰო­ლუ­რი სიმ­თვრა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თვა და სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა, ცალ­კე­უ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბი; საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის მი­ტო­ვე­ბა ან სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის გა­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ პო­ლი­ცი­ე­ლის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back To Top