UFC-ის სკანდალურ საქმეზე დაკავებულების ვინაობა ცნობილია, ვინ არიან დაკავებული პირები რომლებიც თავდასხმას გეგმავდნენ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ხუთ მამაკაცს ბრალი წარედგინა თავდასხმის დაგეგმვაში, რომლის მიზანიც გასულ კვირას თეთრ სახლში გამართული Ultimate Fighting Championship-ის (UFC) Freedom 250 ღონისძიებაზე მთავრობის წარმომადგენლებისა და სხვა დამსწრე პირების მკვლელობა იყო.

გამოძიებაში ჩართულია FBI, რომელთა ცნობით დაკავებული პირები, იარაღს აგროვებდნენ და თავდასხმის გეგმას ამუშავებდნენ.

დაკავებები შაბათ-კვირას ოჰაიოში, მისურიში, ნებრასკასა და კალიფორნიაში განხორციელდა.

FBI-ის მასალების მიხედვით დაკავებულები არიან: 

ტაისენ პროპერი – გამოძიების ვერსიით, თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე. მის სახლში ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, ათასობით ვაზნა და ტაქტიკური აღჭურვილობა. მისი სავარაუდო სამიზნე კონგრესის რამდენიმე წევრი იყო.

ბრაიან როა – კალიფორნიაში ჩატარებული ჩხრეკისას სამართალდამცველებმა მისგან ამოიღეს შაშხანა, პისტოლეტი, საბრძოლო აღჭურვილობა, ვაზნები და სხვა მოწყობილობები.

მაიკლ თომასი – ბრალდების მიხედვით, მონაწილეობდა თავდასხმის ორგანიზებაში და დაშიფრულ ონლაინ ჩატებში განიხილავდა დრონებისა და სხვა აღჭურვილობის შეძენის საკითხებს.

დენიელ ესკრიჯი – გამოძიების ცნობით, ის აშშ-ის სენატორებსა და სხვა გავლენიან პირებზე შესაძლო თავდასხმებს გეგმავდა.

აბრაამ ალვარესი – გამოძიების ინფორმაციით, დაშიფრულ ჩატებში „შეპარდის“ ფსევდონიმით მოქმედებდა და სავარაუდოდ, ჯგუფის კოორდინაციასა და თავდასხმის დაგეგმვაში წამყვან როლს ასრულებდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back To Top