სამგზავრო ავტობუსი აფეთქდა,მიკროავტობუსი შუაზე იყო გაგლეჯილი.

🔻 სამტრედიის სოფელ იანეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა | ინფორმაციას მეგა ტვ ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე მოხდა. გამოცემის ცნობით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა

💬 “მიკროავტობუსი შუაზე იყო გაგლეჯილი, ალბათ აპარატურა აფეთქდა და შემდეგ აფეთქების ძალამ შუაზე გაგლიჯა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.” | ეუბნება თვითმხილველი გამოცემას

🔴ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო და პოლიციის ეკიპაჟები

🔴 გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ბუნებრივი წყალბადის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back To Top